რომელი დაავადებების დროს არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება

01-10-2021

მეძუძურმა დედებმა უნდა დაიმახსოვრონ ეს  3 პუნქტი - თუ რომელი დაავადებების დროს არ შეიძლება ჩვილის ძუძუთი კვება.

  • დროებით არ შეიძლება ჩვილი ძუძუთი კვება იმ შემთხვევაში, თუ იღებთ მედიკამენტებს, რომელიც შეუთავსებელია ლაქტაციის პერიოდისთვის. პრეპარატის აღწერილობაში ნახეთ ვადა, როდის გამოდის ის ორგანიზმიდან, გადაამრავლეთ 5-ზე და მხოლოდ ამის შემდეგ გამოკვებეთ ბავშვი ძუძუთი.
  • არ შეიძლება ბავშვის ძუძუთი კვება, თუ დედა ღებულობს სედატიურ და  ანტიეპილეფსიურ მედიკამენტებს.  
  • დროებით უნდა შეწყვიტოს დედამ ჩვილის ძუძუთი კვება, თუ ის მოიწამლა სოკოთი ან შხამქიმიკატებით.

ვერავინ დაგისახელებთ სხვა მიზეზს, თუ რა დროს შეიძლება აეკრძალოს დედას ჩვილის ძუძუთი კვება. შიდსის დიაგნოზის დროსაც კი დედას შეუძლია მიიღოს ანტირეტროვირუსული მედიკამენტები და გააგრძელოს ბავშვის კვება.  

როგორ შევამოწმოთ შეიძლება თუ არა ამა თუ იმ მედიკამენტის მიღება ლაქტაციის დროს

e-lactancia.org ამ საიტზე შეძლებთ ყველა მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიღებას

ლაქტაციის დროს სანამ მიიღებთ მედიკამენტს აუიცლებლად აცნობეთ ამ საკითხზე თქვენს ექიმს, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას თვითნებურად, დაიცავით თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობა

წყარო: milkblogger