საინტერესოა, როგორ უნდა გავიგოთ, დიდხანს წოვს ბავშვი თუ არა? საკმარისია თუ არა? 5 წუთში დაანება ჭამას თავი, ნუთუ აღარ შია?
პირველ შემთხვევაში დედებს ჰგონიათ ხოლმე, რომ დედას საკმარისი რძე არ აქვს და ბავშვს დამატებას სთავაზობენ. მეორე შემთხვევაშიც იგივეს ფიქრობენ და ისევ დამატებას აძლევენ.თუ ვინმე გეუბნებათ, რომ ჩვილის ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს 10, 15 ან 20 წუთი ან იმდენი ხანი, რამდენსაც თქვენი ფანტაზია გასწვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ძუძუთი კვების თაობაზე არაფერი გაეგება.
მაინც, რაზეა დამოკიდებული?
იმაზე, თუ რამდენად მარტივად აძლევს დედა ბავშვს რძეს. მაგალითად, არიან დედები, რომელთაც რძე თავისთავად მოსდით, წვეთავს, საკმარისია მხოლოდ დაიხარჯოს... და არიან დედები, რომლეთაც იმდენი ადრენალინი, შფოთვა და სადარდებელი აქვთ, რომ ორგანიზმი რძეს მარტივად ვერ გამოყოფს.სათანადოდ შეაფასეთ ორგანიზმში ოქსიტოცინის მნიშვნელობა. რაც მარტივად გასცემთ რძეს, მით მარტივად წოვს ბავშვი და ძალიან მალე ნაყრდება.ნაადრევად დაბადებულ, ან ხელოვნური საკვებით გაზარმაცებული პატარებს უბრალოდ ეზარებათ ძუძუს წოვა.როდესაც ბავშვს არასწორად უდევს პირში ძუძუს თავი, სწორად ვერ წოვს, არ აქვს სწორი მოჭიდება და ჭამის პროცესი დიდხანს გრძელდება.
მოდუნებული დედის და აქტიურად მწოველი ბავშვის შემთხვევაში ვიღებთ 5 წუთში დანაყრებულ ბავშვს, რომელიც ჭამს დაახლოებით სამ საათში ერთხელ.
დაძაბული დედის შემთხვევაში, რომელსაც ორგანიზმში უხვად აქვს ადრენალინი და მძინარე, ზარმაცი პატარას შემთხვევაში ვიღებთ ხანგრძლივ წოვის პროცესს და დაუნაყრებელ ბავშვს.
ერთი სიტყვით, არსებობს მრავალი ვარიანტი, მრავალი ტიპის დედა და მრავალი ტიპის ბავშვი, ერთი რამ კი ცალსახაა, თუ ბავშვს და დედას ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ, პრობლემები თავისთავად გვარდება.
წყარო: milkblogger.com