როგორ ხდება რძის გაშრობა?

10-09-2021

თუ თქვენ უკვე ასრულებთ ძუძთი კვებას ან აუცილებელი ხდება მისი შეწყვეტა(გარკვეული პრობლემების გამო) საჭიროა დაიცვათ შემდეგი წესები:

სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. რძის გაშრობა ხდება ნელ ნელა. კვებების შემცირებით. თავიდან ამოაგდებთ ერთ კვებას, სასურველია რომ ეს მოხდეს ერთ კონკრეტულ დროს, მაგალითად დღის 12 საათზე თუ ბავშვს უნდა ეჭამა ძუძუ აღარ აჭმევთ, ასე იმეორეთ მეორე და მესამე დღესაც. ასევე დანარჩენ პერიოდშიც უნდა შეამციროთ ბავშვის წოვის ხანგრძლივობა, მაგალითად 1-2 წუთით, თუ ბავშვი სტანდარტულად წოვდა 10 წუთი ახალა მოწოვებთ 8 წუთს და ნელ ნელა შეამცირებთ დროს.

წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ ცოტა რძე გამოიწველოთ, ისე რომ არ შეგაწუხოთ სისავსის შეგრძნებამ.

არ გაიკრათ მკერდი და არ მიიღოთ მედიკამენები თვითნებურად.

რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება, ამას დრო სჭირდება და ეს თქვენს ორგანიზმზეა დამოკიდებული. შესაძლოა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში გქონდეთ. თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა,ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს გინეკოლოგმა ან მამოლოგმა.