პერიოდულად გვიწევს ჩვენი საყვარელი პატარას დატოვება და ამ დროს საჭირო ხდება, რომ ბავშვმა დედის რძე ბოთლით ან სხვა საშუალებით მიიღოს.
უმჯობესია მოიცადოთ, სანამ ბავშვი 3-4 კვირის გახდება და ძუძუთი კვებას კარგად შეეჩვევა, რადგან ამ პერიოდში დედის რძის მარაგი ძუძუს წოვისას ყველაზე ეფექტურად რეგულირდება. მცდარია მოსაზრება, რომ თუ ბავშვს თავიდანვე არ მიაჩვევთ ბოთლს, შემდეგ ამას ვეღარ მოახერხებთ. სინამდვილეში, ბავშვს ნებისმიერ ასაკში შეუძლია ისწავლოს ბოთლით კვება. შეგიძლიათ სამსახურში გასვლამდე ბოთლი საერთოდ არ გამოიყენოთ.
რჩევები, როგორ გადავიყვანოთ ბავშვი ძუძუდან ბოთლით კვებაზე
• შეარჩიეთ ისეთი დრო, როცა ბავშვი მოდუნებულია, კარგ ხასიათზეა და არ არის ძალიან მშიერი.
• ეცადეთ, თქვენ მაგივრად სხვა მომვლელმა შესთავაზოს ბავშვს ბოთლი. დედისგან ბავშვი ძუძუთი კვებას მოელის, სხვა მომვლელისგან კი შეიძლება რძე ბოთლიდან უფრო მარტივად მიიღოს. ჩვილსაც კი შეუძლია მიხვდეს, რომ სხვადასხვა ადამიანი მასზე სხვადასხვანაირად ზრუნავს. უმჯობესია ბავშვს კვებავდეს არა უმეტეს 2-3 ადამიანი. კვება ძალიან ინტიმური პროცესია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბავშვმა თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოს.
• კომფორტულად დაიჭირეთ ბავშვი. ზურგზე წოლისას ბავშვი ბოთლიდან შეიძლება ერთბაშად ძალიან ბევრ რძეს ყლაპავდეს. საუკეთესო პოზიციაა თითქმის მჯდომარე მდგომარეობა, როცა ბავშვის კისერი და მხრები ფიქსირებულია. ჩვილი ბავშვები შეგიძლიათ გამოკვებოთ გვერდზე წოლისას, დაიწვინეთ კალთაში ფეხებით თქვენკენ.
ბოთლის ნაკრები სტარტერი ლანსინო - Lansinoh
Lansinoh-ს ბოთლების ნაკრები მოიცავს 1X160 მლ და 1X240 მლ ბოთლებს, ასევე L ზომის საწოვარას. ნაკრები შესანიშნავია ჩვილის პირველივე თვიდან გამოსაყენებლად და ბოთლიდან კვების ადაპტაციისთვის, მით უმეტეს, რომ ბოთლები AVS-სისტემით (ჰაეროვანი ვენტილაციის სისტემა) არის, რაც ხელს უწყობს კოლიკის თავიდან აცილებას. Lansinoh ბოთლი გამოირჩევა 100% სილიკონის სპეციალური ბუნებრივი ტალღოვანი პერისტალტიკური საწოვარით, რომელიც არ მოქმედებს ძუძუთი კვებაზე და არ აბნევს ბავშვს, რადგან ხელს უწყობს ბავშვის ენის ბუნებრივ პერისტალტიკურ მოძრაობებს წოვის დროს. Lansinoh ბოთლები განკუთვნილია ძუძუდან ბოთლზე გადასვლისთვის ან პირიქით. NaturalWave® საწოვარა ბავშვს განცდას უქმნის, რომ კვლავ ძუძუთი იღებს საკვებს.
· NaturalWave® საწოვარა მაქსიმალურად მიახლოებულია დედის ძუძუს ფორმასთან.
· შექმნილია ჰაერის შეწოვის შესამცირებლად და აირების პოტენციური მიზეზების შესამცირებლად, რომლებიც დაკავშირებულია კოლიკასთან და რეფლუქსთან, რათა დაეხმაროს ბავშვს ბოთლით კვებაში.
· მარტივად იწმინდება და შესაძლებელია ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება.
· არის BPA და BPS თავისუფალი.
ბოთლების ნაკრების შეძენა შეგიძლიათ სააფთიაქო ქსელ PSP-ში, რომელიც Lansinoh-ს ბრენდის ოფიციალური შემომტანია საქართველოში.
• ფრთხილად გადაატარეთ ბოთლის თავი ბავშვის ტუჩებზე, რომ აამოქმედოთ პირის გაღების რეფლექსი. თუ ბავშვი პირს გააღებს, ჩაუდეთ მთლიანი ბოთლის თავი პირში და არა მხოლოდ წვერი.
• დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურ პოზიციაში. ეს საჭიროა, რათა ბავშვს რძის მისაღებად ძალის დატანება არ დასჭირდეს, როგორც ეს ძუძუს წოვის დროს ხდება. ბოთლის თავი არ უნდა იყოს რძით სავსე, რძის დონე უნდა იყოს თავის უკან.
• დააკვირდით, როდის სჭირდება ბავშვს შესვენება. ბოთლით კვება შეიძლება ბავშვისთვის დამღლელი აღმოჩნდეს, რადგან მას მონოტონურად, ერთი და იმავე სიჩქარით წოვა უწევს კვების დაწყებიდან მის დასრულებამდე, მაშინ როცა ძუძუთი კვებისას ეს სიჩქარე ბუნებრივად იცვლება. დააკვირდით შემდეგ ნიშნებს: დანაოჭებული შუბლი, ფართოდ გახელილი თვალები, სწრაფ-სწრაფად ყლაპვა, ფართოდ გაშლილი ხელის თითები - თუ რომელიმე ამ სიგნალს შენიშნავთ, ან თუ ბავშვს პირიდან რძე გადმოსდის, დაწიეთ ბოთლი ქვემოთ და მიეცით პატარას საშუალება, შეისვენოს, სანამ ისევ არ მოითხოვს კვებას.
• ბავშვები ხშირად ორ ეტაპად იკვებებიან. მათ ჯერ მცირეხნიანი წახემსება უნდათ - 10-20 წუთის განმავლობაში, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ მიირთმევენ საკვების მეორე ულუფას.
• სცადეთ რძის ტემპერატურის შეცვლა. ზოგ ბავშვს უფრო სიამოვნებს ოთახის ტემპერატურის ან კიდევ უფრო გრილი რძე.
ასევე დაგაინტერესებთ: