ძუძუთი კვება წარმატებით მიმდინარეობს, თუ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს. სწორი მიჭიდების განსახორციელებლად პირველ რიგში მოთავსდით მოხერხებულად, ბავშვი მთელი სხეულით მოაბრუნეთ თქვენსკენ. ძუძუ მოათავსეთ ხელის 4 თითსა (ძუძუს ქვემოთ) და ცერს შორის (ზემოთ). წოვის დაწყებამდე დვრილით გაუღიზიანეთ ბავშვს პირის კუთხე, რომ მან პირი ფართოდ გააღოს (ისე, თითქოს ამთქნარებს) და მხოლოდ დვრილს კი არა, მის ირგვლივ მუქი რგოლის (არეოლას) 2 სმ-ს მაინც მოეჭიდოს. თუ ბავშვი პირს ფართოდ არ აღებს და მხოლოდ დვრილს ეჭიდება, იგი ვერ გამოწოვს რძეს და დვრილის დახეთქვასაც გამოიწვევს.
ძუძუზე სწორი მოჭიდების პრინციპები:
✅ძუძუს წოვის დროს ბავშვს პირი ფართოდ უნდა ჰქონდეს გაღებული;
✅ორივე ტუჩი გადმობრუნებული უნდა იყოს;
✅ პირში ბავშვს უნდა ედოს არა მხოლოდ ძუძუს დვრილი, არამედ დვრილის ირგვლივ არსებული არეოლა;
✅დედისა და ბავშვის სხეული კვების დროს ურთიერთპარალელურ რეჟიმში უნდა იყოს;
✅ბავშვს ორივე ძუძუ თანაბრად უნდა მოაწოვოთ.
✅ აუცილებად უნდა მიაქციოთ ყურადღება, ბავშვი მხოლოდ წოვს ძუძუს თუ სვამს რძეს.
თქვენი პატარა მხოლოდ ძუძუთი იკვებება,ალბათ გაინტერესებთ, ყოფნის თუ არა რძე? ის საკმარისი რაოდენობით რძეს იღებს, თუ:
• შარდავს 6-8 ჯერ მაინც დღე-ღამეში;
• კვების შემდეგ დაკმაყოფილებულია;
• წონის ნამატი კვირაში საშუალოდ 125-150 გრამს შეადგენს.
წყარო: Unicef.org