­

ჯერ კიდევ 8-9 წლის წინ საქართველოში არსებობდა სულ რამდენიმე ინტერნეტ სივრცე , სადაც დედები ერთმანეთს გაუზიარებდნენ თავიანთ აზრს, გამოცდილებას, ემოციას თუ პრობლემებს. ამ მიზნით შევქმენით ფეისბუქ ჯგუფი „თანამედროვე დედების კლუბი“ რომელიც დღეს 72 000 ზე მეტ დედას თუ მომავალ დედას აერთიანებს. ინფორმაციის ნაკლებობამ,  დედების მიერ ხშირად დასმულმა შეკითხვებმა გადაგვაწყვეტინა შეგვექმნა კიდევ ერთი საინფორმაციო პლატფორმა www.modernmoms.ge 
ჩვენს საიტზე თქვენ ნახავთ ინფორმაციას ორსულობის დაგეგმვის, მშობიარობის, ბავშვის აღზრდა-განვითარების, დედების გაძლიერების, კულინარიის, ჯანდაცვის თქვენთვის საინტერესო თემებზე.
ჩვენს საიტზე ნახავთ მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციას მედიცინის, მეცნიერების, აღზრდა-განვითარების, ფსიქოლოგიის თანამედროვე მიდგომების შესახებ. 
ეს პლატფორმა იქნება ყველა დედის ხმა, აქ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა დააფიქსიროთ თქვენი აზრი, მიიღოთ სწორი ინფორმაცია და გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულებები.    
მზად ვართ ვითანამშომლოთ ყველა იმ კომპანიასთან, რომლის მიზანიც არის დედისა და ბავშვის კეთილდღეობა. 
გვიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით, modernmoms.ge – ადმინისტრაცია 

 

www.modernmoms.ge  გამოქვეყნებული ყველა მასალა წარმოადგენს შპს „მოდერნ მამს“-ის საიტის საკუთრებას და დაცულია საქართველოს კანონით საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, ასევე საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. მასალის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელ ფოსტაზე info@modernmoms.ge